- საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ პარლამენტში არსებული 12 ფრაქციის წარმომადგენელს სიტყვით გამოსვლისთვის 15 წუთი დაეთმობა. ამ უფლებით ვერ ისარგებლებენ დამოუკიდებელი დეპუტატები.
- საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს. ახვლედიანმა შესაბამისი ინფორმაცია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა.
- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ხდება. კანონპროექტის მიხედვით, პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ფოკუსი




