პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

დოლიძე გარდაბნის არჩევნებზე: 21-ე საუკუნეა და ჩვენ ისევ ჯოხებით დავრბივართ

ავდგეთ და შევიმუშაოთ ერთგვარი დოკუმენტი  და მოვაწეროთ, როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა ხელი. იყო ამის მცდელობა, გახსოვთ 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ვერ მოხერხდა. ეგება და ახლა მაინც მოვახერხოთ. არსებობს ამის პრაქტიკები.  ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები თქვენი შუამდგომლობით, თუკი ჩაერთვებით ამ პროცესში, მზად ვართ, რომ წარმოვადგინოთ უახლოეს ვადებში ეს დოკუმენტი და ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ შევთანხმდებით ერთგვარი თამაშის წესებზე და ის, რაც თუნდაც ამასწინ გარდაბანში მოხდა, აღარ მოხდება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში.  სირცხვილია,  21-ე საუკუნეში  მივდივართ ევროპისკენ, მივდივართ NATO-სკენ და ჯოხებით დავსდევთ ერთმანეთს კიდევ.  შეიძლება ეს ის არ არის და როგორ შეიძლება შევადარო ეს იმ პირობებს, რომელიც 2012 წლამდე ხდებოდა, მე ამას არ ვადარებ და გავმიჯნავ მკაფიოდ, მაგრამ ეს არის პრობლემა დღემდე და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენთან უკვე აღარ უნდა არსებობდეს.

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები