პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

ღვინიაშვილი პრეზიდენტს: თქვენი გამოსვლა აცდენილია ქვეყანაში არსებულ რეალობას

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დღეს მოვისმინეთ თქვენი გამოსვლა და აშკარაა, რომ ის აცდენილია იმ რეალობას, რაც სინამდვილეში არის ქვეყანაში. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა უამრავი მიმზიდველი დაპირებით და თქვენ, როგორც პარლამენტის არჩევნების წინ, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თქვენს გუნდთან ერთად იმ მსგავს დაპირებებს გასცემდით, რამაც ქართველ ხალხს გაუჩინა იმედი, რომ ის იცხოვრებდა უკეთესად. რა მდგომარეობაა დღეს? დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არის იმედგაცრუებული, მოტყუებული და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი. დღითიდღე უკან მიდის ეკონომიკა, უფასურდება ლარი, რაც, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის ჯიბეს არტყამს და, რა თქმა უნდა, ამძიმებს მათ მდგომარეობას. როდესაც ჩვენი მთავრობა ლაპარაკობს საკუთარ წარმატებებზე და იმ დაპირებების შესრულებაზე, იქმნება აშკარად ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მთავრობა კი სხვა ქვეყანაზე საუბრობს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები