პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

თოფაძე: 90-იანებში რომ უცხოელების რჩევები მივიღეთ, იმიტომ ვართ ამ დღეში

თქვენ ვრცლად ილაპარაკეთ, რომ უცხოელების აქტიურობა საქართველოში ნამდვილად მისაღებია, ძალიან ბევრი რამე სასწავლი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ უფრო კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ანალიზი უნდა გავუკეთოთ მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტებს და ისე ვიმოქმედოთ. მე მოვიყვან მაგალითებს, როცა 90-იანი წლების მეორე ნახევარში აქტიურად შემოდიოდნენ უცხოელები, მრჩევლები, ეს იყო მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მთელი რიგი სხვა დიპლომატები. მე და ჩემს თანაგუნდელებს ჩვენი ხედვა გვაქვს. ყველა უყურებს თავის ინტრესების პრიზმით საქართველოს, რაც აინტერესებს. აი, ჩვენ რომ მაშინ დაუფიქრებლად მივიღეთ მათი ძალიან ბევრი რჩევა და განვახორციელეთ, იმიტომ ვართ დღეს ამ დღეში. ჩვენ ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა, ვინ გვაჩქარებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას, სასწრაფოდ რომ შეგვიყვანეს.

ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარე გოგი თოფაძე პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები