პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

თოფაძე: კოალიციის წყალობით გახდით პრეზიდენტი და მადლიერება არ გამოიჩინეთ

ქართველ ხალხს ერთი ძალიან კარგი თვისება ახასიათებს - მადლიერება. თქვენ მოხვდით ამ თანამდებობაზე, ალბათ არც გქონდათ მაგი გააზრებული. აი, ვინც პარლამენტში ზის, ამათმა გაგიყვანეს თქვენ. რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ინიციატორი და უნდა გითხრათ, რომ ნამდვილად თქვენ არც გქონდათ ეს მოაზრებული. ამის შემდეგ, არ გასულა ერთი თვეც, რომ თქვენ დაიჭირეთ ცოტა უცნაური პოზიცია, დაიწყეთ კრიტიკა ხელისუფლების, ეს არ ახასიათებს ქართველ კაცს, მადლიერების გრძნობა არის ჩვენთვის ყველაზე მისაღები და საქები.

მიმართა ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში.

კომენტარები