პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

რატიანი: პრეზიდენტმა ნაწილობრივ ან არაადეკვატურად ისაუბრა პრობლემებზე

ჩვენც და საზოგადოებასაც გვქონდა გაცილებით უფრო მეტის მოლოდინი, რადგან პრეზიდენტმა არაფერი თქვა გარკვეულ საკითხებზე და მხოლოდ ნაწილობრივ ან არაადეკვატურად უპასუხა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს. მაგალითად, ეკონომიკის მიმართულებით, მან ახსენა ეს პრობლემა. თქვა, რომ არის საგარეო ფაქტორები, ისევე, როგორც ამას აფასებს უმრავლესობა, მაგრამ არაფერი თქვა იმ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რაც შექმნა საქართველოს მთავრობამ, იმ არასწორ გადაწყვეტილებებზე, რაც მიიღო საქართველოს მთავრობამ. პრეზიდენტმა არ ახსენა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის არაფორმალური მმართველობა და ინსტიტუციურ პრობლემაზე არაფერი არ თქვა. ერთადერთი ცხადი გზავნილი, რაც შეიძლება პოზიტიურად ჩაითვალოს, იყო არჩევნებთან და საარჩევნო კანონთან მიმართებით. მან თქვა, რომ ეს კანონი უნდა შეიცვალოს, რაც არის აშკარად პოზიტიური გზავნილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტის მოხსენებაზე.

კომენტარები