პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

კვირიკაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო

საინტერესო გამოსვლა იყო პრეზიდენტის, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტი მიესალმა ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში ნამდვილად მისასალმებელია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის ამ კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ინვესტორებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგია საქართველოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იმიჯისთვის

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე პარლამენტში.

კომენტარები