პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: ჩვენი ვალია, დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება

როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ მასმედიაზე. მედია უმნიშვნელოვანესი ნაწილია როგორც პოლიტიკური ცხოვრების, ისე გადამწყვეტად მნიშვნელოვანია საარჩევნო წელს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ის იყოს თავისუფალი და მიუკერძოებელი, აძლევდეს შესაძლებლობას ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოხატოს თავისი პოზიცია. ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუვალია. დღეს საქართველოში გვაქვს ფართო მედიასპექტრი, ეს მნიშვნელოვანწილად საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ბუნებრივი თავისუფლებისმოყვარეობის და ჩვენი ბუნებრივი დემოკრატიულობიდან გამომდინარეობს, ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს სპექტრი, ეს მრავალფეროვნება აუცილებელია ჩვენთვისაც, როგორც პოლიტიკოსებისთვის, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ვესაუბროთ ხალხს. მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს ჩვენი, პოლიტიკოსების თვითშეზღუდვაში, რომ არ შევაფასოთ მედიის სარედაქციო პოლიტიკა. ეს კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური ტრადიცია და ასე ჩვენ უფრო გავაძლიერებთ დამოუკიდებელ მედიას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

კომენტარები