პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: საარჩევნო რეფორმების დაწყება საჭიროა დღესვე

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არა მარტო 2016 წელია საარჩევნო წელი. 2017 საარჩევნო წელია, 2018 საარჩევნო წელია და, ბუნებრივია, ის ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ხოლმე, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებები თუ საარჩევნო სისტემის ცვლილებები, რომლებიც უნდა გატარდეს მომავალი არჩევნებისთვის, არ უნდა გადავიტანოთ ისე, რომ მუდმივად ფორსმაჟორში ვახორციელებდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს. საარჩევნო რეფორმების დაწყება საჭიროა დღესვე, იმისთვის, რომ 2017 წელს ჩვენ არ ვიყოთ ისევ ფორსმაჟორული გადაწყვეტის რეჟიმში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

კომენტარები