პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

მარგველაშვილი: 2016 წელიც არ იქნება იოლი ეკონომიკური თვალსაზრისით

2015 წელი რთული იყო როგორც პოლიტიკურად , ასევე ეკონომიკურად. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, დოლარის გამყარება, ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია, რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები - ეს არის  ჩამონათვალი, იმ სირთულეებისა,  რომლებიც არსებობდა გლობალურად ეკონომიკაში, არსებობდა სპეციფიკურად ჩვენს რეგიონში და რომლებთანაც გამკლავება უწევდა ჩვენს ქართულ ეკონომიკას. ცხადია, რომ  არც 2016 წელი არ იქნება მაინცდამაინც იოლი ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნებისათვის და რადგან შეზღუდულ რესურსებზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია, ქვეყნებს შორის ამ კონკურენციის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ მოახერხოს და ეფექტურად გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი კონკურენტული შესაძლებლობები.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

კომენტარები