- საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში 3 თებერვალს წარსდგება. სწორედ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით გაიხსნება საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია. ყოველწლიურ მოხსენებაში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტი უკვე შეხვდა მრჩევლებსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს. ცნობილია, რომ ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურს საკითხებს შეეხება.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრება საქართველოს პრემიერმინისტრი.
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები მმართველი კოალიციის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის მოთხოვნით მიმართავენ. უმრავლესობის დეპუტატთა პოზიცია ცნობილია, ისინი გიორგი ქადაგიძის ანგარიშის მოსმენაში აზრს ვერ ხედავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, საკანონმდებლო ორგანოს კანონი ავალდებულებს, მოუსმინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.
- იმას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ოცნების სიის დაკომპლექტებაში ბიძინა ივანშვილიც მიიღებს მონაწილეობას, უკვე პარლამენტის თავმჯდომარეც ადასტურებს. თუმცა დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი 2012 წელთან შედარებით ნაკლებ აქტიურად იქნება ჩართული. რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, სპიკერი ვრაუდობს, რომ ეს კოალიციის ლიდერი, ანუ მოქმედი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
ამ თემებზე დავით უსუფაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფოკუსი




