რუსეთის საგარეო მინისტრმა, არც თუ მივიწყებული, ძველი ამბავი გაიხსენა და პანკისი ტერორისტების ბუდედ შერაცხა. სერგეი ლავროვის თქმით პანკისის ხეობაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა საწვრთნელი ბაზებია, რაც სახიფათოა.
ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით საქართველოში ინტერვენციას პუტინი ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში ცდილობდა. 2000 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ხელისუფლება შევარდნაძის მთავრობას ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა და ამ საბაბით საქართველოში ჯარის შემოყვანა სურდა.
რა მდგომარეობა პანკისში, რას უკავშირდება ლავროვის განცხადება, რა კეთდება იმისთვის, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საფარქვეშ, რუსეთმა საქართველოში გავლენის გაფართოება არ სცადოს.




