რესპუბლიკელები ქართულ ოცნებაში

უსუფაშვილი რესპუბლიკელების კოალიციიდან წასვლაზე: მაგრად ვზივარ

იმ დღიდან, კოალიციაში შევედით თუ არა პარლამენტში ყველა ერთად, მეორე დღესვე დაიწყო ამბები. "აი, ნახავთ, რომ რესპუბლიკური პარტია 2 დღეში წავა სადმე" - ამბობდნენ. სანაძლეოები უნდა დამედო ყველა იმ პროგნოზის გამცემისთვის, თუ ჟურნალისტისთვის, თუ ოპონენტისთვის. მაგრად ვზივარ, რა. ამ ბიძგებს რომ ვექვემდებარებოდეთ, მაშინ რატომ უნდა ვიჯდე იქ, სადაც ვზივარ. ბიძგების სურვილიც რო არ იყოს, მაშინ პოლიტიკა არ იქნებოდა. ეს არ არის კეთილშობილ ქალიშვილთა და ჭაბუკთა კრებული, სადაც, უიმე, თქვენი ჭირიმე, რამე არ გეტკინოთ და არ გაწყენინოთ. რა თქმა უნდა, ეს კონკურენციაა, ამ კონკურენციაში ხან გიბიძგებენ, ხან გიკბენენ, ხან გიბწკენენ, ხან რაღაცა იქნება. მაგრამ ამის გამო ფატალისტური დასკვნების გაკეთება, რომ მორჩა, დასრულდა, ვიღაც მირბის, ასე არ არის.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რესპუბლიკელების კოალიციაში ყოფნაზე.

კომენტარები