საკადრო ცვლილებები მერიაში

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოვებს

პაატა ჯაჭვლიანი
თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი თანამდებობას ტოვებს.

"გარკვეული გადაადგილებები ახლაც მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომლის მიზანია, პროცესების გაუმჯობესება და თბილისში არსებულ გამოწვევებზე უფრო ეფექტურად რეაგირება მოხდეს. ჩვეულებრივი შიდა გადაადგილებაა. პაატა ჯაჭვლიანი მუშაობას, ალბათ, მერიის სხვა მიმართულებით გააგრძელებს", - თქვა ლექვინაძემ.

კომენტარები