არჩევნები გარდაბანში

მე-2 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. საქმეზე დაკავებულები ჯერჯერობით არ არიან.

გარდაბანში, მე-2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება გუშინ, დაახლოებით 19:00-ზე მოხდა. დაშავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი მხარდამჭერი. ენმ-ის განცხადებით, "მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და პოლიციას არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია". პარტიის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად მოქმედებდა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით კი, პროვოკაცია თავისუფალი ზონის წევრებმა მოაწყვეს.

კომენტარები