მანქანა, რომელიც გარდაბანში მე-4 საარჩევნო უბანთან იდგა, ახლა ქართული ოცნების ოფისთან არის გაჩერებული. სწორედ ამ ავტომობილით დატოვა ტერიტორია პირმა, რომელიც ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კადრებში ასევე ჩანს, რა მანქანით ტოვებს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიას ინციდენტში მონაწილე პირი, რომელიც ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ "გამვლელია". სწორედ მისი მანქანა (ფოლკსვაგენი - RR 088 GG) დააფიქსირა ტაბულას კორესპონდენტმა გარდაბანში, ქართული ოცნების ოფისთან, ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ.




