ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე: პუტინი კორუმპირებულია

ადამ შუბინი
BBC

BBC-ის საგამოძიებო პროგრამა "პანორამას" ეთერში აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ადამ შუბინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი კორუმპირებულია და საკუთარ ქონებას მალავს.

"ციფრების დასახელება არ შემიძლია, თუმცა, ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ პუტინი ოფიციალური ხელფასის სახით სახელმწიფოსგან წელიწადში 110 000 დოლარს იღებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის რეალური ციფრები, ამ ადამიანს დიდი გამოცდილება და პრაქტიკა აქვს საკუთარი ქონების დამალვაში", - თქვა შუბინმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ანგარიშის თანახმად, ვლადიმირ პუტინის ქონება, ჯერ კიდევ 2007 წელს, დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

კომენტარები