თბილისის გენერალური გეგმა

პრემიერი: თბილისის გენგეგმის არსებობამდე დროებითი წესები უნდა ამოქმედდეს

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული რეგულაციები იმოქმედებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის დასრულებას დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდში რეგულაციების არარსებობა კი, საზოგადოებაში შეშფოთების საგანია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.

"ეს მნიშვნელოვანია, რათა რეგულაციების არარსებობის პირობებში არ გაიცეს ისეთი ნებართვები, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას. გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.

კომენტარები