კრიმინალი

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყალბი მინდობილობა დაამზადა, რომელიც თითქოს გაცემული იყო ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ზვოლეში.

"ყალბი დოკუმენტით პაატა მჭედლიძე ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა უფლება, განეკარგა ეგვიპტის მოქალაქეების კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტაციით ბრალდებულმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება და თაღლითურად დაეუფლა 80 000 აშშ დოლარს", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ "პაატა მჭედლიძემ ანალოგიური თაღლითური სქემით და გაყალბებული დოკუმენტებით სცადა საბერძნეთისა და ეგვიპტის მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულებით, შემდგომში გაყიდვის მიზნით, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მორიგი მცდელობა აღკვეთა და ბრალდებული დააკავა".

კომენტარები