სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ხეჩიკაშვილი: სფფ-მ მწვრთნელს 120 000 თავად გადაუხადოს, ჩვენ რესურსი არ გვაქვს

მთავარი მწვრთნელის დანიშვნა და მწვრთნელთა დაკომპლექტება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და აღმასრულებელი კომიტეტის პრეროგატივაა. როცა მინისტრად დავინიშნე, ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა, რომ მთავარი მწვრთნელი დაფინასებულიყო 120 000 ლარის ოდენობით. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან ნაკრებს არ ჰქონია შესაბამისი შედეგი. ფედერაციას თუ უნდა ამ მწვრთნელთან თანამშრომლობა, თავად გამონახოს სახსრები. მე სამინისტროს პოზიცია გავაჟღერე და კახა ცხადაძის, როგორც პიროვნების წინააღმდეგ არ წავსულვარ. აუცილებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სიცხადე შეიტანოს კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით... აქ არ არის კახაზე საუბარი, სამინისტროს პოზიცია მე გავაჟღერე თავის დროზე, როცა სიჭინავა იყო პრეზიდენტი, მაშინ რა გამოდის, მე სიჭინავას კი არ ვებრძოდი ან ცხადაძეს? ჩემთვის არის მთავარი, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ასობით ათასი შეგვიძლია, ვუხადოთ სხვადასხვა ტიპის არამარტო მწვრთნელებს, მე მგონია, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ და თუ ფედერაციას მიაჩნია და აქვს ამის რესურსი, მოიძიოს და გადაუხადოს.

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებებს პასუხობს. ცნობისთვის, ცხადაძის მტკიცებით, ხეჩიკაშვილს მისი შეცვლა სურს. მწვრთნელის თქმით, სპორტის მინისტრმა უთხრა, რომ სამინისტრო მისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებდა.

კომენტარები