მართვის მოწმობა

შს მინისტრი: მართვის მოწმობაზე ქულებს პროგრამა ჩამოაკლებს და არა პოლიციელი

KOJI

მართვის მოწმობებზე ქულებს სპეციალური პროგრამა ჩამოაკლებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

"პოლიციელმა შეიძლება, არ იცოდეს რამდენი ქულა აქვს მძღოლს დარჩენილი. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემა თავიდან ავირიდოთ, მას შემდეგ, რაც მძღოლს პოლიციელი დააჯარიმებს და მოქალაქე არ გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც ჯარიმა კანონიერ ძალაში შევა, ქვითარი მომსახურების სააგენტოს ეგზავნება და ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მას გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ კანონსა და კიდევ ოთხ კანონში შედის.

კომენტარები