გაზპრომთან მოლაპარაკებები

გაბაშვილი: გაზის გაძვირება კალაძის კორუფციული თამაშების შედეგი იქნება

კალაძესთან ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს. პირველი: რატომ ამბობდა ის, რომ აზერბაიჯანს არ აქვს საკმარისი გაზი, რომ საქართველო მოამარაგოს, როცა აზერბაიჯანი ამტკიცებს საპირისპიროს. რატომ არ აწარმოა მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელმაც ურთულესი მდგომარეობიდან გამოგვიყვანა. გაზპრომის გაზის შემოსვლის შემთხვევაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ გაზი გაძვირდება და ეს კალაძის უშნო კორუფციული თამაშების შედეგი იქნება. მეორე, განმარტოს, რას იგებს საქართველო იმით, რომ ტრანზიტში 200 მლნ კუბური მეტრის მაგივრად, გაზის მაგივრად, იმ ფორმულით, რომლითაც ითვლება გაზის საფასური, მიიღოს ფული, ორჯერ ნაკლები საფასურის ფული მიიღოს, ვიდრე იღებს გაზს. და მესამე, სერიოზულად ფიქრობს თუ არა ის, რომ ეს არის დივერსიფიკაცია, როდესაც გაქვს გაზის წყარო სტრატეგიული პარტნიორისგან, მეგობრისგან და ელაპარაკები მტერს, მთავარ ენერგეტიკულ მონსტრს. ეს არის ან ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი პოლიტიკა გაზპრომთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით, ან აქ არის საუბარი დიდ კორუფციულ ფულზე ან ეს არის ისეთი სიბრიყვე და გაუთვლელობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ წარმოუდგენელია, ერთი ექსპერტი მაინც არ არსებობდეს საქართველოს მთავრობაში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებენ ახლა

ენმ-ის თავჯდომარე გიორგი გაბაშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები