გაზპრომთან მოლაპარაკებები

გაბაშვილი: ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირებაა

გაზპრომი წარმოადგენს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ იარაღს, ისევე, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალები ან სპეცსამსახურები. გაზპრომი გამოიყენება ქვეყნებზე ზეწოლისთვის. ეს გააკეთა რუსეთმა საქართველოშიც, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2006 წელი, როცა ფაქტობრივად, გაყინეს საქართველო. ეს გამოიყენა რუსეთმა უკრაინაშიც და ეს გამოიყენა ევროპაშიც. არავითარი ეკონომიკური შინაარსი ამ მოლაპარაკებას არ აქვს და ჩამოვთვალოთ ის არგუმენტები, რაზეც მთავრობა საუბრობს. პირველი, საუბრობენ დივერსიფიკაციაზე, რაც არის ტყუილი. დივერსიფიკაცია ნიშნავს მეტნაკლებად ხელსაყრელი, თანაზომადი რამდენიმე წყაროს არსებობას. და მეგობრისგან, სტრატეგიული პარტნიორისგან მიღებული იაფი გაზის პარალელურად ცდილობდე მიიღო გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგისგან, მტრისგან ძვირი გაზი, და იაფ გაზზე აქ ლაპარაკი არ არის, სოკარის გაზი არის ბევრად იაფი, ვიდრე ის გაზი, რომელსაც გაზპრომი ხელსაყრელი პოლიტიკური ფასით აწვდის თუნდაც სომხეთს. აი, ამ პირობებშიც, სოკარის გაზი არის უფრო იაფი, ვიდრე გასპრომისა და დივერსიფიკაციაზე საუბარი არის ტყუილი. ევროპა დივერსიფიკაციაზე როდესაც საუბრობს თავისი გაზმომარაგების, სწორედ გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს. დღეს ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკა არის გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირება, რა მდგომარეობაშიც საქართველო უკვე არის, საქართველო არის დამოუკიდებელი გაზპრომისგან, მარაგდება სტრატეგიული პარტნიორისგან, აზერბაიჯანისგან ხელსაყრელი ფასით. ეს ხელშეკრულება ძალაში იქნება 2028 წლამდე. ამ პირობებით ჩაბარდა ენერგეტიკული სისტემა დღევანდელ მთავრობას.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები