NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი: NATO-მ პასუხი უნდა გასცეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს

NATO

ვარშავაში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მათ განაცხადეს, რომ NATO და პოლონეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობის არსებობის იდეას იზიარებენ.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს. ყირიმის ანექსია და საქართველოში ჯარების ყოლის ფაქტი კი ამის ნათელი მაგალითია.

"NATO ცვლილებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების წინაშე დგას. ეს მეტწილად რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ხდება, რომელიც უფრო მეტ ინვესტიციას დებს თავდაცვაში, ატარებს წვრთნებს და აქვს სურვილი, რომ შეცვალოს ევროპაში არსებული საზღვრები. ეს ჩვენ ნათლად დავინახეთ უკრაინის მაგალითით, ყირიმის ანექსიის დროს, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შემქმნელი პოლიტიკის წარმოებისას და საქართველოში ჯარების ყოლის ფაქტით. NATO-მ პასუხი უნდა გასცეს რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს საზღვრებთან მნიშვნელოვან სამხედრო ქმედებებს ახორციელებს", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები