მკვლელობის მცდელობა

ფოთის რაიონული პროკურორის მანქანას ოთხი ტყვია ესროლეს

metro.us

ფოთის რაიონული პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის მანქანას დაუდგენელმა პირმა ესროლა. გოგუაძე ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მისი მანქანის მისამართით ოთხჯერ გაისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა პროკურორის ავტომობილს მძღოლის მხარეს შუშები აქვს ჩამსხვრეული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები