შსს-მ გუშინ სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცავებმა 1980 წელს დაბადებული იოსებ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე თავისივე საცხოვრებელი კურპუსის სადარბაზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს,1986 წელს დაბადებულ ზაზა.ქ. - ს სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ - ის 108-ე მუხლით, მიმდინარეობს.
მკვლელობა სამტრედიის ქუჩაზე
შსს-მ სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო




