ერაყელი სტუდენტები საქართველოში

სანიკიძე: ერაყელ სტუდენტებს შეუძლიათ, პრობლემის გადაწყვეტამდე სტატუსი შეიჩერონ

ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის მოწმობის აღების დროს დაუფიქსირდათ გარკვეული ხარვეზები. ხარვეზები აბსოლუტურად გამომდინარეობს საკანონმდებლო ჩარჩოდან. ასევე, მათ დადგენილი პროცედურებით გასავლელი ჰქონდათ ის უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც ასევე კანონით არის დადგენილი. შესაბამისად, მათ ამ ეტაპზე ვერ მიიღეს ბინადრობის მოწმობა. რაც შეეხება მათ შემდგომ ქმედებას, რა შეუძლიათ, რომ გააკეთონ - ასევე კანონით არის დარეგულირებული ის პროცედურები, რომლებიც მათ სასამართლოს გზით უნდა გაიარონ, შესაბამისად, მათ აქვთ ყველანაირი უფლება, მიმართონ სასამართლოს ან თუ რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ იმისთვის, რომ ბინადრობის მოწმობა მიიღონ, ამის საშუალებაც ექნებათ. როგორც სტუდენტებს, შეუძლიათ, გარკვეული პერიოდით სტატუსი შეიჩერონ, სანამ პრობლემები გადაწყდება. ვადევნებთ ნამდვილად პროცესს თვალყურს პირველი დღიდან, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ყველა სტუდენტის უფლება იყოს დაცული, თუმცა, ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩოდან ნამდვილად არ უნდა გამოვიდეთ.

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ათი ერაყელი სტუდენტისთვის საქართველოს ბინადრობის უფლების შეწყვეტაზე. სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

კომენტარები