ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების განახლება, რომელიც გაზპრომთან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიდო. ხელშეკრულების ყოველწლიურად განახლება იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ჩვენი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის მიწოდებული გაზი, ერთი მხრივ, იცვლება რაოდენობრივად, მეორე მხრივ, ხდება ფასის ცვლილება და ასე შემდეგ. ხდება ისიც, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რუსეთმა მოითხოვა ტრანპორტირების საფასურს გადახდა ფულად გამოსახულებაში და არა ნატურით, რაც ჩვენთვის ზიანის მომტანია. რამდენადაც ვიცი, ეს პირობა უკრაინასაც შეუცვალეს, მაგრამ უკრაინის ტერიტორია დიდია, ტრანპორტირების სიდიდეც მეტია და ამაში მეტს აიღებენ. საქართველოს ტერიტორიის იმ მანძილით კი, სადაც სომხეთისთვის გაზის გატარება ხდება, თუ საერთაშორისო ფასს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ გაცილებით ნაკლებს მივიღებთ ფინანსური სახით, ვიდრე ვიღებთ ახლა, როცა ხდება ტრანსპორტირებული გაზის 10%-ით ანაზღაურება.
მეჭიაური: Gazprom-ის შემოთავაზება ჩვენთვის ზიანის მომტანია
tbl.ge/mvi
დაკოპირდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ინტერპრესნიუსთან საუბარში.




