ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება არის ნაცრის თვალებში შეყრა. რეალურად ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ემსახურება საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორებას და რეგიონში მეტი რუსული გავლენის შემოყვანას. ამას ემსახურება დღევანდელი მთავრობა. კალაძე ამბობდა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომიო, ეს ჩაწერილია ტელევიზორში მაქვს ნანახი. ეს არის ადამიანი აღრეული ლოიალურობით, ეს არის სპორტსმენი, რომელსაც არაფერი არ აქვს, განათლების მიახლოებული დონეც არ გააჩნია, რომ იყოს ენერგეტიკის მინისტრი. იმიტომ არის დაბნეული ლობიოსავით ყოველ ჯერზე. აცეცებს თვალებს და ილანძღება, აგრძელებს რაღაც სახით ღარიბაშვილის სტილს. გადაიქცა სრულიად უზრდელ არსებად და თავს ესხმის ყველას, იცილებს ყველა ლეგიტიმურ კითხვას. ის არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას. ფლირტი გაზპრომთან უნდა ჩაიშალოს.
tbl.ge/8e4
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის წარმომადგენელი ნიკა რურუა გაზპრომთან მოლაპარაკებებზე
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა