მეჭიაური: რუსეთს სურს ანგარიშსწორება არა ნატურით, არამედ თანხის გადახდით

ჩემი აზრით, ეს არის კიდევ ერთი საბაბი ხმაურისთვის. გაზპრომთან ხელშეკრულება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს არის დადებული. მათ მთელი ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სხვადასხვა კომპანიას მისცეს და ახლა გამოდიან და ტეხავენ აურზაურს, რომ კახი კალაძე, თურმე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამდენადაც ვიცი, რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ ანგარიშსწორება მოხდეს არა ნატურით, არამედ საბანკო ოპერაციებით, თანხის გადახდით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გაზპრომთან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები