რუსეთზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულების გაზრდა უბრალოდ ეკონომიკურ სიდუხჭირეს კი არ ნიშნავს - რომ გაგიძვირებენ გაზს, ბუნებრივია, გეზრდება გაზის ტარიფი, მერე გეზრდება დენის ტარიფი იმიტომ, რომ დენი გარკვეულწილად დამოკიდებულია გაზზეც და შეიძლება, ერთ გაზი გადაგიკეტოს უბრალოდ. მარტო ამაში კი არ არის საქმე, ჩვენ ვხედავთ, რომ ამით საფრთხე ექმნება ჩვენს ევროპულ მომავალს, იმიტომ, რომ ერთდროულად, ეცადო, რომ გაზპრომზე იყო დამოკიდებული და თან გინდოდეს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლა, ეს ერთმანეთთან, როგორც გვაჩვენებს თუნდაც უკრაინის მაგალითი, ერთმანეთთან უთავსი რამეებია. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანია შეწუხებული. მე ვხედავ, რომ ეს გაცდება სოციალური მედიის ფარგლებს, ჩვენ ძალიან მტკიცე პროტესტი გვაქვს ამაზე. ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო დონეზე დავაყენებთ საკითხს, რომ მობრძანეს ბატონი კალაძე და შესაბამის კომიტეტებზე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში მოლაპარაკებათა შესახებ და წარმოადგინოს - რას მოუტანს ეს საქართველოს და რა რისკებს შეიცავს. ბუნებრივია, ჩვენ ვიქცევით როგორც რაციონალური ადამიანები, გვინდა პირველ რიგში ინფორმაცია, რომ გავაცნოთ ეს საზოგადოებას. თუ ვნახავთ, რომ მთავრობა პირდაპირ ყიდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ბუნებრივია, პროტესტის ნებისმიერ კონსტიტუციურ საშუალებას გამოვიყენებთ ამის გასაჩერებლად.
ჭიაბერაშვილი Gazprom-თან მოლაპარაკებებზე: კალაძეს პარლამენტში მოვიწვევთ
tbl.ge/rfw
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი Gazprom-თან მოლაპარაკებებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.




