შსს

გუდაურში სათხილამურო ტრასაზე შეჯახებისას 12 წლის მოზარდი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გუდაურში სათხილამურო ტრასაზე შეჯახებისას 12 წლის მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უბედური შემთხვევა პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.

შსს-ში განმარტავენ, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები