ქრისტეშობა 2016

მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი 7 იანვარს ქრისტეშობას ზეიმობს

ქრისტეშობა

15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან, დღეს საღამოს შობის დღესასწაულს შეხვდება ხუთი - რუსეთის, საქართველოს, იერუსალიმის, სერბეთისა და პოლონეთის ეკლესიები.

კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ამერიკის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ქრისტეშობა 25 დეკემბერს იზეიმეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში 23:00-ზე დაიწყებს. ღვთისმსახურების დასაწყისში ილია მეორის ეპისტოლეს ამბიონიდან წაიკითხავენ.

კომენტარები