შინაური ცხოველი

საქართველოში დამზადებული ავეჯი შინაური ცხოველებისთვის ევროპაში იყიდება

incrediblethings.com

საქართველოში დამზადებული ავეჯი შინაური ცხოველებისთვის ევროპულ ბაზარზე იყიდება. კომპანია "ჯორჯიან პროდაქტის" მიერ წარმოებული ავეჯი ევროპულ ბაზარზე აზიურ ავეჯთან შედარებით უფრო კონკურენტუნარიანია, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობის გამო ის საშუალოდ 12%-ით უფრო იაფი ღირს. კომპანია დაფინანსებას პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-დანაც იღებს, მისი წლიური ბრუნვა 15 მილიონია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 220-ს შეადგენს

"ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ვართ 12%-ით უფრო იაფი, ვიდრე მსგავსი პროდუქციის მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა ჩინეთი და სხვა აზიური ქვეყნები ევროკავშირისთვის. ლოჯისტიკურადაც საკმაოდ მომგებიანები ვართ, ახლოს და ტრანსპორტის დროც არის მცირე. ეს არის იმ ძირითადი მოტივატორების ჩამონათვალი, რის გამოც გვაქვს მოტივაცია ეს წარმოება იყოს საქართველოში."- ამბობს ჯორჯიან პროდაქტსის დირექტორი დავით ბარდაველიძე. 

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით კი ეს არის იმის მაგალითი თუ როგორ მუშაობს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. 

"ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორ მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ეს არის მაგალითი თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად, როდესაც 45 დასაქმებულიდან დღეს უკვე კომპანია ასულია 220 დასაქმებულზე. ეს არის რა თქმა უნდა ამ ადამიანების დამსახურება."

Forbes-ის ინფორმაციით, ცხოველების ავეჯის ბაზრის მოცულობა $60 მილიარდს აჭარბებს და ის ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდება. 

კომენტარები