თურქეთი-რუსეთი

რუსეთში თურქული ფირმების საქმიანობის აკრძალვაზე დადგენილება გამოსცეს

რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა ახალ დადგენილებას მოაწერა ხელი. საუბარია იმ საქმიანობების ჩამონათვალის შესახებ, რომელთა განხორციელებაც თურქულ ფირმებს რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალებათ. კერძოდ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თურქეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან ან თურქეთის მოქალაქეების მიერაა კონტროლირებადი.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აკრძალვა 1 იანვრიდან შევა ძალაში. მსგავს ორგანიზაციებს აეკრძალებათ შენობებისა და საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა, არქიტექტურის სფეროში საქმიანობა, კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების საქმიანობა.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ, თურქეთის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ბომბდამშენი SU-24 ჩამოაგდო.

კომენტარები