ადვოკატის ცემა

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლაშა კვირკვაიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის ზურაბ ბელთაძის განმარტებით, აღარ არსებობს მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე, რადგანაც გამოძიება უკვე დასრულებულია და მტკიცებულებები - გაცვლილი. 

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე არსებითი განხილვა 2015 წლის 11 იანვარს დაიწყება. 

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია პროკურატურამ 13 ნოემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დააკავა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ კვირკვაიას მოადგილეც პასუხისგებაშია მისაცემი, რადგან მის ცემას ისიც ესწრებოდა.

კომენტარები