ადვოკატის ცემა

გიორგი მდინარაძე: განყოფილების უფროსის მოადგილეც პასუხისგებაშია მისაცემი

გიორგი მდინარაძე
რუსთავი 2

ადვოკატი გიორგი მდინარაძე ფიქრობს, რომ პროკურატურას მისი ცემისთვის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია უფრო ადრე უნდა დაეკავებინა. მისივე განცხადებით, უფროსის მოადგილეც აუცილებლად პასუხისგებაშია მისაცემი, რადგან მდინარაძის ცემას ისიც ესწრებოდა.

"ცოტა ადრე უნდა დაეკავებინათ, რათა არ მომხდარიყო სხვა მოწმეებზე ზემოქმედება. ვფიქრობ, მან უკვე მოასწრო თავის თანამშრომლებზე ზემოქმედება, ვინაიდან ისინი არ აძლევენ გამოძიებას სრულყოფილ, სწორ ჩვენებას. ამიტომ, მარტო ამით არ უნდა დამთავრდეს ეს პასუხისმგებლობა. აუცილებლად პასუხისგებაშია მისაცემი, პირველ რიგში, ამ პირის შემდეგ მისი მოადგილე, რომელიც იქვე იყო, როდესაც ახორციელდებდა ჩემზე ფიზიკურ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. მისი მოადგილე აუცილებლად დასაკავებელია. ის, სამწუხაროდ, ჩემდა გასაოცრად, კიდევ თანამდებობაზე იმყოფება", - ამბობს მდინარაძე.

დღეს საქართველოს პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურა აპირებს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს. 

კომენტარები