ადვოკატის ცემა

შსს: ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. უწყების განცხადებით, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე განყოფილების უფროსი კადრების განყოფილებაში იქნება გადაყვანილი.

ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა და პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს. გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები