ახალი მთავრობა

კვირიკაშვილი: მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები ვართ გლადიატორები

საერთოდ პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ალბათ, ფიზიკის კანონები მოქმედებს და ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობას ბუნებრივია, ბუნებრივი რეაქციები მოყვა, როგორც საზოგადოებაში ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ მივედით განვითარების იმ ეტაპზე, როცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ, ჰქონდეს სტაბილურობის შეგრძნება და მთლიანად საზოგადოებაში პოლიტიზაცია შევამციროთ. მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები ნამდვილად ვიქეცით რაღაც ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილად, მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ვართ გლადიატორები, რომლებსაც ყოველ საღამოს ტელევიზიით გვიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს. მაგრამ ის, რაც იყო ამ სამი წლის განმავლობაში, ის განცხადებებიც გასაკვირი ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ - მემკვიდრეობა მარტივი არ იყო, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მემკვიდრეობა იყო მხოლოდ უარყოფითი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო, რა თქმა უნდა, დადებითიც, მაგრამ განსაკუთრებით 2007 წლიდან მოყოლებული ძალიან მძიმე 5 წელი გავიარეთ და მე აღარ მინდა ამ საკითხებზე საუბარი.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები