ახალი მთავრობა

ბარამიძე: იმედია, თქვენი პრემიერობისას მაინც შეიცვლება სიძულვილის პოლიტიკა

იმედი მაქვს, რომ თქვენი პრემიერმინისტრობის დროს რაღაც მაინც შეიცვლება ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ იმ პოლიტიკაში, რასაც სიძულვილის და შურისძიების პოლიტიკა ჰქვია. მთელი სამი წლის განმავლობაში მიდიოდა ბატალიები, რომელიც ინსპირირებული, წაქეზებული და ორკესტრირებული იყო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. პირდაპირ ისმოდა, მათ შორის პრემიერმინისტრის მხრიდან, ასევე ფაქტიური მმართველის მხრიდან ადამიანების წაქეზება, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა განხორციელდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მცირედით მაინც შეიცვლება.

მიმართა ინტერპრესნიუსის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები