ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: პუტინის მოწოდება აფხაზებს და ოსებს გადაწყვეტილებებში დაეხმარება

მე და გია ვოლსკის რამდენჯერმე მოგვიწია ასეთ [ქართულ-აფხაზურ] ორმხრივ შეხვედრაზე ჩასვლა, ძალიან ძნელად მიდის პროცესი. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ხდება ეს ყველაფერი. ქართული მხარე ყოველთვის სოლიდური შემადგენლობით მონაწილეობს, ამას ვერ ვიტყოდი მეორე მხარეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი სურვილია, ორმხრივი კონტაქტებში იყოს საკითხები განხილული და არა ტელევიზორით ველაპარაკოთ ერთმანეთს. რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს ჩვენს მონდომებას. ის კი არა, ამასწინათ ბატონმა პუტინმა, შეიძლება ითქვას, მოუწოდა აფხაზებს და ოსებს, რომ მათი საკითხები უნდა მოგვარდეს ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ ოსურ დონეზე. მე მიმაჩნია, რომ ეს დაეხმარება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რომ თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და წამოვიდნენ რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე.

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები