ახალი მთავრობა

კვირიკაშვილი ენმ-ს: ჩვენი სულისკვეთებაა, განვიხილოთ თქვენი წინადადებები

მე ვფიქრობ, საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ბევრი რამ არის შესაცვლელი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობა მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით. და საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კაბინეტის სულისკვეთებაა, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, განვიხილოთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდანაც იქნება არა რიტორიკული ლოზუნგები, არამედ წინადადებები რეალური თანამშრომლობისთვის, ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში უარი არასოდეს არ იქნება.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობას.

კომენტარები