პატიმრების შეწყალება

მანანა კობახიძე სასამართლოში ალეკო ელისაშვილსაც უჩივლებს

ტაბულა,

ქართული ოცნების დეპუტატი მანანა კობახიძე შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. როგორც ცნობილია, მან ჟურნალისტ ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა.

"ვგეგმავთ ბატონი ალეკოს მიმართაც სარჩელის შეტანას. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ ყველა ცილისწამებელს პასუხი გავცეთ. აუცილებლად შევა სარჩელი სასამართლოში,"- ამბობს კობახიძე.

ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ თავის სიმართლეს დაამტკიცებს.

"დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები სასამართლოში მასაც და მის ამხანაგ ქალბატონსაც[ეკა ბესელიას], რომლებიც პატიმრების ხარჯზე გამდიდრებას აპირებდნენ. დავუმტკიცებ მათ. მიჩივლონ არ არის პრობლემა,"- ამბობს ელისაშვილი.

როგორც ცნობილია, ელისაშვილი მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კობახიძე და ბესელია მას კონკრეტული პატიმრების შესაწყალებელ სიაში ჩასმას აიძულებდნენ.

კომენტარები