პატიმრების შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით შეწყალების კომისიამ სულ 1452 პირის საქმე განიხილა.

"შეწყალებულია 238 მსჯავრდებული, აქედან 18 ქალია, ხოლო 3 - არასრულწლოვანი. დღესვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დატოვებს სულ 172 მსჯავრდებული, მათ შორის - 11 ქალი და 2 არასრულწლოვანი. დანარჩენ 66 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით დარჩენილი სასჯელი შეუმცირდათ", - თქვა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

კომენტარები