არაფორმალური მმართველობა

ვოლსკი: დიახ, გვქონდა ივანიშვილთან პრემიერობის კანდიდატებზე ლაპარაკი

დღეს ვიმსჯელეთ უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ფრაქციის წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცესპიკერებმა, კარგა ხანს გვქონდა ბჭობა კანდიდატებთან დაკავშირებით და ჩვენი აზრი მოვახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ძალიან ადვილად და ძალიან პოზიტიურად დაგვეთანხმა. გვქონდა თუ არა ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილთან? დიახ, გვქონდა ამასთან დაკავშირებით... გიორგიზე შევთანხმდით, ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი, ერთ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდით. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. ხვალ, 10 საათზე, პარლამენტის შენობაში, თბილისში, უმრავლესობა შეთანხმებულია, განწყობა არის პოზიტიური

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი მეორე არხის ეთერში, გადაცემაში - არგუმენტების დრო.

კომენტარები