ყაჩაღობა

ქუთაისში აფთიაქის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ფარმაცევტული კომპანია "პე-ეს-პე"-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეარაღებულმა ვლადიმერ მ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 500 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები