პატიმრების შეწყალება

ქანთარია: გამოდით, პრეზიდენტო, დაგინახეთ, "ნიჩურტა" საქმეს არ უშველის

მიდის აღვირახსნილი ცილისმწამებლური კამპანია - ჩვენი მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, რომ დისკრედიტირებული ყოფილიყო ინსტიტუტები და ეს ვერ მოახერხეს, გადავიდნენ პერსონალურ შეტევაზე და ქართული ოცნების ორი წევრი [მანანა კობახიძე და ეკა ბესელია] გახდა სწორედ სამიზნე ცილისწამების, ერთგვარი "სნაიპერული ცილისწამება" შეგვიძლია, დავარქვათ. მაქსიმალურად მიდის ასეთი აღვირახსნილი შეტევა ისეთ ჰუმანურ ინსტიტუტზეც, როგორიცაა შეწყალების კომისია. აქ მიჩნდება ძალიან ლოგიკური კითხვა - შეიძლება, რომ ბატონი პრეზიდენტისთვის საპრეზიდენტი სიმაღლიდან ქართული ოცნების წევრები აღარ ვჩანვართ ისეთები, როგორიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვიყავით და მე მიჩნდება კითხვა, რატომ დუმს პრეზიდენტი ასეთ შემთხვევაში, როცა შეწყალების კომისია მის დაქვემდებარებაშია? ეს რა დუმილია? ხომ არ არის ეს თანხმობის ნიშანი, თუ უფრო შორს შეიძლება წავიდეთ. თუ მან არ გააკეთა განცხადება, დაგველაპარაკა მრჩევლების პირით, მე ერთი ბავშვობის თამაშის ფრაზა შემიძლია გავიხსენო - გამოდით, ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ და "ნიჩურტა" ამ შემთხვევაში საქმეს არ უშველის, თუმცა, მინდა, ამაში ვცდებოდე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები