პატიმრების შეწყალება

ვოლსკი: ელისაშვილმა მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი

ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილს საფუძველი არ აქვს. მისი ბრალდებები არ არის დაფუძნებული რაიმე კონკრეტულ ფაქტებზე და მთავარი თემა - ზეწოლა, რომელიც თითქოსდა მის მიმართ განხორციელდა, არანაირ რეალურ წინაპირობას არ ემყარება. საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა სწორედ არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ თემა შეინარჩუნოს და ტემპერატურა არ ჩამოვარდეს დაბლა. ვფიქრობ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო ალეკო ელისაშვილმა თავი, გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებს აჰყვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი არ თვლის, რომ ალეკო ელისაშვილის ბრალდებების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას.

კომენტარები