თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის ქუჩის მაცხოვრებლებს (95 აბონენტს).

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, კვერნაულის, იფნევის, ზვარეთის, დვირის, ჟველაურის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს (681 აბონენტს).

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები